პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ამას ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ“ – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი „საარაკო სიბრიყვე“ ერთ კვადრატულ მეტრზე არ ახსენდება.

,,ამას ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ“ – ელენე ხოშტარია
ალია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:

– “ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”

– “ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”

– “პლედებით მოწყობილი გადატრიალება”

– “240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!

რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ.

რუსთავის ქალთა ციხე

17/11/2026“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც…ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა“ – ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები