პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის ქანდაკების ავთენტიკურობის დადასტურების საკითხზე კულტურის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა

გიორგი გაბუნიას განცხადებით, პარიზის როდენის მუზეუმმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის 1900 წელს ჩამოსხმული ქანდაკება „მარადიული გაზაფხული“ ორიგინალია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის ქანდაკების ავთენტიკურობის დადასტურების საკითხზე კულტურის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საზღვარგარეთის ქვეყნების ხელოვნების ფონდის ლაბორანტს, ანა კერძევაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის ბრინჯაოს ქანდაკების - „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტიკურობის დადასტურების საკითხი განიხილეს.

„დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება - „მარადიული გაზაფხული“ არის ორიგინალი, რაც ოფიციალურად დაადასტურა პარიზის როდენის მუზეუმმა და შესაბამისმა კომიტეტებმა. ქანდაკება ჩამოსხმულია 1900 წელს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი სამუზეუმო სისტემისთვის, ვინაიდან საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც აღნიშნულია პარიზის როდენის მუზეუმის მსოფლიო რუკაზე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს სამუზეუმო სისტემისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მუზეუმის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი აღმოჩენა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორ აღმოჩნდა როდენის "მარადიული გაზაფხული" თბილისში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები