რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
33 წლის ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ სოციალური ქსელის მეშვეობით სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ლუკაკუ ბელგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც 135 მატჩში 94 გოლი გაიტანა.

33 წლის ცნობილმა ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც ამჟამად "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ის თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურს 16 წლის განმავლობაში, 2010 წლიდან ირგებდა და 135 მატჩში 94 გოლი შეაგდო, რითაც ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
ფორვარდმა ბელგიის ნაკრებთან ერთად ოთხ მსოფლიო ჩემპიონატსა და სამ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ის ბელგიის ე.წ. "ოქროს თაობის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ამ თაობამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…