პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა

UFC-ის მებრძოლ ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ, ხოსუე მორენოსთან ინტერვიუში განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ურთიერთობის გაგრძელება საკუთარ თავთან მიუღებელ კომპრომისს ნიშნავდა, თუმცა თოფურიას წარმატებას უსურვებს.

UFC-ის ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლე ჯორჯიანა უზკატეგუიმ ხოსუე მორენოსთან ინტერვიუში "ელ მატადორთან" დაშორებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.

2025 წლის ნოემბერში თოფურიამ, ჯორჯინა უზკატეგისთან დაშორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბრძოლებისგან პაუზა აიღო. წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის სექტემბერში გავრცელდა. მოგვიანებით, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა დაადასტურა, რომ ესპანეთში განქორწინების პროცესი უკვე წამოიწყო.

2025 წლის ნოემბერში, გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯორჯინამ ილიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელშიც მას ოჯახურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა. თოფურიამ ბრალდებები უარყო და ყოფილი მეუღლე არაგონივრული ფინანსური მოთხოვნების წაყენებაში დაადანაშაულა.

2026 წლის თებერვალში მხარეებმა სასამართლოს გარეშე შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ საჩივრები გაიტანა, ასევე მოგვარდა განქორწინებისა და შვილის მეურვეობასთან დაკავშირებული საკითხები.

არსებული ინფორმაციით, მათი ქალიშვილი დედასთან, მადრიდში იცხოვრებს, ხოლო თოფურიას ბავშვის ნახვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეეძლება. ჯორჯინამ ინტერვიუში აღიარა, რომ მთელი ცხოვრების თოფურიასთან გატარებას გეგმავდა, თუმცა ახლა დაშორებას არ ნანობს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, განქორწინება ძალიან რთული პროცესია, რადგან, ჩემს შემთხვევაში, მე ქორწინება მთელი ცხოვრებისთვის ავირჩიე. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, წარმოიდგენ ერთობლივ ცხოვრებას... გჯერა, რომ ეს შენი ცხოვრების სიყვარულია.

წარმოიდგენ, როგორ უყურებთ ერთმანეთს სიცოცხლის ბოლო დღეს და იხსენებთ ყველაფერს, რაც ერთად გააკეთეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილებები და არც ადვილი პროცესია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი შემეძლო მიმეღო.

ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავდა საკუთარ თავთან ისეთ კომპრომისზე წასვლას, რასაც ვერ შევეგუებოდი. თოფურიას საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემი ქალიშვილის მამაა. თანაც, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. თუმცა, ახლა ჩვენი გზები გაიყარა", - თქვა უზკატეგუიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები