პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მეხსიერების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს და ნიკა გვარამიას იმ განცხადებას პასუხობს, თითქოს აქციებზე კანონსაწინააღმდეგო საგნები არ გამოუყენებიათ.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ
რუსთავი 2

"საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ" - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის თქმითაც, აქციების დროს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს კანონსაწინააღმდეგო საგნები არ გამოუყენებიათ.

პაპუაშვილი ამ პოზიციას აბსურდულად მიიჩნევს და თან ურთავს პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, სადაც პიროტექნიკისა და კვერცხების გამოყენებაზეა საუბარი.

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურირებს გიგა ლემონჯავა რომელიც ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილები კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ - პაპუაშვილის თქმით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარსულისა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბება შეუძლებელია და აქვეყნებს ამ კონკრეტული ფაქტების ამსახველ ვიდეომასალასაც.

"ორუელისეულ "სიმართლის სამინისტროში" იყო "ჩანაწერების განყოფილება", სადაც უინსტონ სმითი გაზეთ "თაიმსის" ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული, პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა. სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

საბედნიეროდ ციფრული არქივი "თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ" - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - რას ამბობდნენ "ლელოსა" და გვარამიას პარტიის წარმომადგენლები წლების წინ, რას ამბობენ ახლა და როგორ ამხილა ისინი სიცრუეში "ქართულმა ოცნებამ"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები