პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - რას ამბობდნენ "ლელოსა" და გვარამიას პარტიის წარმომადგენლები წლების წინ, რას ამბობენ ახლა და როგორ ამხილა ისინი სიცრუეში "ქართულმა ოცნებამ"

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი „ლელოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სიცრუეში ადანაშაულებენ.

სიცრუე, რომლის მხილებაც ციფრულ სამყაროში მარტივია - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა "ლელოს" წევრების საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს. ხაზარაძის გუნდი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ვიზების შემოღება და საზღვრის ჩაკეტვა არასდროს მოუთხოვიათ. თუმცა, საპირისპიროს ამბობს არქივი და მათი პარტიული ყრილობა, სადაც პოლიტიკური სტრატეგიის ღერძი, სწორედ რუსეთის ფედერაციის სანქცირებაზეა აგებული. მმართველ გუნდში, ოპონენტების მაშინდელ პოზიციას ეროვნული ინტერესების ღალატს და ქვეყნის ომში ჩართვის პირდაპირ მცდელობას უკავშირებენ.

ოპონენტები სიცრუეში დღეს პარლამენტის სპიკერმა, სოციალურ ქსელში ამხილა. ვიდეომასალაში ჩანს რამდენად შეუსაბამოა "ლელოს" წარსულში გაკეთებული განცხადებები დღევანდელთან.

შალვა პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებსაც ვიდეომტკიცებულებით უპასუხა. ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები ბათუმში აცხადებენ, რომ 2024 წლის აქციებზე პეტარდები ძალადობრივი მიზნით არავის გამოუყენებია. ფაქტები და მათივე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის წარსული განცხადება კი სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

თვალსაჩინო ფაქტობრივი მტკიცებულებების მიუხედავად, დღეს, "ლელოს" და "ახალის" წარმომადგენლები კვლავ ცდილობდნენ საზოგადოების თვალში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ბუნებრივ მოვლენად წარმოედგინათ.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ოპოზიციამ ქვეყანაში რომ არაერთი არეულობა სცადა ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. სახელისუფლებო გუნდის წევრებმა დღეს 2024 წლის აქციების დროს ფოიერვერკებით სახელმწიფო შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების დაწვის მცდელობა შეახსენეს. თქვეს, რომ ჩადენილის უარყოფა და ორმაგი სტანდარტი ოპოზიციის პოლიტიკური გაკოტრების მთავარ წინაპირობად იქცა.

რამდენიმე კვირაა ბათუმში 5 ოპოზიციური ძალის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლოში აქტიურად ცდილობენ, ყველა ის ფაქტი უარყონ, რომელმაც ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე დააყენა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი – ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული უამრავი მოთხოვნა ჰქონდა „ლელოს“, ახლა უარყოფენ, რადგან, აღიარების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაეთანხმებიან ჩვენს სასარჩელო მოთხოვნასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები