,,ეს ერათადერთია, რაც საცობების პრობლემას მოაგვარებს“ – გიორგი ტაბატაძე
ადვოკატ გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თბილისში საცობების პრობლემას მხოლოდ დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და თბილისის კონკურენტი ახალი საპორტო ქალაქის შექმნა მოაგვარებს.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე:
,,ერათადერთი რაც საცობების პრობლემას მოაგვარებს, არის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. მეტი არაფერი.
თბილისი არის საქართველოს ეკონომიკის 53%.
წარმოიდგინეთ სხვა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ნახევარი ერთ ქალაქში რომ იყოს. ხომ
ხვდებით რა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება ეს ნებისმიერი ქალაქი.
გენგეგმა, მაგისტრალები, რკინიგზა და მეტრო კარგია და უნდა გაკეთდეს მაგრამ სიმართლე ის
არის რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს….
მითუმეტეს ხალხის ჩაგვრა ჯარიმებითა და სხვა ზომებით ვერ მოაგვარებს პრობლემას…
ჩვენ გვჭირდება ახალი უდიდესი საპორტო ქალაქი, რომელიც თბილისს გაუწევს კონკურენციას.
ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, რომ მაგალითად ხაშური, საგარეჯო, გორი, სიღნაღი გახდეს ბევრად უფრო მეტი ადამიანისთვის სასურველი საცხოვრებლად და სამუშაოდ..
სულ ეს არის…“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…