პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,რაღაც დღეების განმავლობაში კენტები და ლუწი ნომრებით მანქანები იყოს დაშვებული ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა” – კალაძე საცობებზე

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე საცობების მოსაგვარებლად გარკვეულ დღეებში კენტ-ლუწი ნომრების დაშვების ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლო დაწესებაზე საუბრობს. მისი თქმით, რელიეფის გამო წრიული გზების გაკეთება შეუძლებელია და გამოსავლის მოსაძებნად ორი პროექტი კვლევაზეა გაშვებული.

,,რაღაც დღეების განმავლობაში კენტები და ლუწი ნომრებით მანქანები იყოს დაშვებული ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა” – კალაძე საცობებზე
ალია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ,,იმედი ლაივის” ეთერში განაცხადა:

,,დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა და ის, რომ მერია არაფერს არ აკეთებს, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. მაგალითად თუ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება, შეგვიძლია მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტები და ლუწი ნომრებით მანქანები იყოს დაშვებული. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა, როგორც გაკეთდა ეს ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც უნდა იყოს მზად ამისთვის, ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებს და პრობლემა არის, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ყველამ გავიჭირვოთ… ამ ყველაფერს დრო სჭირდება…

…ბევრი ამბობს იმას, რომ რატომ არ აკეთებთ, მაგალითად, ისე, როგორც მოსკოვში გააკეთეს წრიულები. ჩვენი ქალაქის რელიეფი არ იძლევა ამის საშუალებას. როდესაც დარგის სპეციალისტებს, უცხოელებს ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ პროექტი, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი არის ჩიხივით. რელიეფიდან გამომდინარე, შეუძლებელია წრიულების გაკეთება, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად განტვირთავდა დედაქალაქს. ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზეა გაშვებული, რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა არის გასაკეთებელი…”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა - გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები