პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე - ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ როდესაც არჩევნები გაყალბებულია და ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისი ადეკვატური მოქმედებაა საჭირო.

გიორგი სიორიძე - ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო
ინტერპრესნიუსი

როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო - ასე უპასუხა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება პარტია არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვას.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, „როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი“.

„ზედმეტი არასაჭირო დესტაბილიზაციისგან ნამდვილად უნდა ვიხსნათ ქვეყანა. ნამდვილად შეიძლება უფრო ცივილიზებული ზომების და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, როდესაც გყავს დემოკრატიული ხელისუფლება და არა ავტოკრატიული რეჟიმი, როგორადაც ჩვენ ვაფასებთ. რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო. როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი.

4 არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ 2021 და 2025 წლების არჩევნების შედეგები ვაღიარეთ, ვმუშაობდით საკრებულოებში შეუფერხებლად. 2020 და 2024 წლების არჩევნები განსხვავებული მოცემულობა იყო. 2020 წლის არჩევნებზეც იყო დარღვევები, გაყალბება, გვქონდა ჩვენი პოლიტიკური შეფასება და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ოღონდ ეს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა „ქართული ოცნების“ გამო. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ვმონაწილეობდით პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის სივრცეში. ასეთი სივრცე შეიქმნა პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით. ეს იყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა, როგორც ოპოზიციური პარტიის, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურ შეთანხმებას. შემდეგ უბრალოდ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ცალმხრივად. ამის შემდეგაც მოვუწოდებდით, რომ დაბრუნდებოდნენ პოლიტიკურ შეთანხმებას, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილიყო. ამის ფონზე შევედით პარლამენტში, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სიორიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოგიორგი სიორიძე – ვისხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, მოვაწერეთ ხელი ე.წ. მიშელის შეთანხმებას, ეს იყო სწორედ ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური სიმწიფე, პასუხისმგებლობა და არა უმწიფრობა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე - უნდა ვისხდეთ სხდომაზე ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენი პარტიის შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება - ეს არის აბსურდის თეატრის კიდევ ერთი დემონსტრირებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები