პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები 5 ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად და სარჩელი პოლიტიკურია.

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას
რუსთავი 2

"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე სარჩელზე საუბრობს.

სიორიძის განცხადებით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა.

"ქართულ ოცნებას" თავის სარჩელში არ აქვს მოყვანილი არც ისეთი ფაქტები და არ არსებობს არც ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას. თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, პოლიტიკური სარჩული აქვს, თუნდაც იმას, რომ ხელოვნურად არის გადაბმული ეს საქმეები, როდესაც არანაირი კავშირი აქ არ არის, არანაირი ფაქტი არ არის მოყვანილი პარტიების არაკონსტიტუციურობის," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.

"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი სიორიძე - ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! - საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე – ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები