"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იაროსლავ ხომამ განაცხადა, რომ გუნდის მიმდინარე შედეგები მათი რეალური დონის შესაბამისია. ხომას თქმით, უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო მატჩში საქართველოსთან არ დამარცხდება.

ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხების (0:1) შემდეგ, კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა იაროსლავ ხომამ გააკეთა.
„სამი წაგების შემდეგ ქვედა ლიგაში დაქვეითება გველოდება? როდესაც სტარტზე უნგრეთს მოვუგეთ და თბილისში არ დავმარცხდით, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მაშინ ვიფიქრე კიდეც: არ შეიძლება მოხიბლული დარჩე, რათა შემდეგ იმედგაცრუების გრძნობა არ დაგეუფლოს.
ახალი მწვრთნელის ანდრეა მალდერას შეგირდებმა ხომ გასაკვირი ვერაფერი ვერ შემოგვთავაზეს, სადღაც გაგვიმართლა კიდეც. რაც შეეხება ზედიზედ სამ მარცხს, ასეთია ჩვენი დონე.
თუმცა, მგონია, ქვედა დივიზიონში დაქვეითებამდე საქმე არ მივა. მომდევნო კვირაში, მათი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილ ქართველებთან არ წავაგებთ“, - განუცხადა ხომამ Sport.ua-ს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…