პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება ცნობას ვაშინგტონში ირანის შესაძლო თავდასხმის შესახებ

ვაშინგტონში ირანის შესაძლო თავდასხმის ცნობას აშშ სერიოზულად ეკიდება, განაცხადა დონალდ ტრამპმა და დაიმუქრა, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ირანი უპრეცედენტო ფასს გადაიხდის. თეირანი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება ცნობას ვაშინგტონში ირანის შესაძლო თავდასხმის შესახებ
რადიო თავისუფლება

ტრამპმა თავი დაუქნია რეპორტიორს შეკითხვას, ირანის მხრიდან არსებობს თუ არა რაიმე გარდაუვალი საფრთხე ვაშინგტონის მიმართ და უპასუხა, რომ „თუ არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“.

„ჩვენ ამას ვიკვლევთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მანილაში ფოტოსესიის დროს.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა აშშ-ის დაზვერვის შეფასებებს.

მაუწყებელი იმოწმებს წყაროებს და წერს, რომ “აშშ-ის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ამუშავებს გეგმებს ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ პოტენციური აფეთქების თაობაზე.

განმეორებით კითხვაზე, არსებობდა თუ არა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თავდასხმა გარდაუვალი იყო, ტრამპმა განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი შეშლილები არიან“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სამშაბათს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში უარყო ბრალდებები და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ „აკვირდება ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის რაიმე სარწმუნო საფრთხე არ არსებობს“.

„ბინძური ბომბი“ რადიოაქტიური მასალის გასაფანტად ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებს. ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, იგი არ იწვევს ბირთვულ აფეთქებას, თუმცა შეუძლია გამოიწვიოს რადიოაქტიური დაბინძურება, მნიშვნელოვანი შეფერხებები და საზოგადოებრივი პანიკა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოCNN: აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმებს ამუშავებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების გეგმებს ამუშავებს - CNN​
  3. იმედინიუსისამთავრობოტრამპი ირანის მიერ ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების შესახებ: თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების გეგმებს ამუშავებს - CNN​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები