პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს უმასპინძლა, სადაც შუა დერეფნისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
ინტერპრესნიუსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს უმასპინძლა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ასევე, ალიევმა და ვადეფულმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელოვან როლს და აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, ეს აზერბაიჯანში იოჰან ვადეფულის პირველი ვიზიტია. ოთხშაბათს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სომხეთს ეწვევა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპის ინტერესებშია, რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა - მინისტრი...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები