ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მონიტორინგი დაიწყო. უწყების ცნობით, შესწავლა სკოლის მიერ სავარაუდოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების ფაქტზე დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ბახმაროში ჩატარებული სემინარი ევროსაბჭომ კანონმდებლობის გვერდის ავლით დააფინანსა.

აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყოტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მონიტორინგი დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ შესწავლა ა(ა)იპ კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ "სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე" დაიწყეს.

კობახიძე თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

"საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“. - უთხრეს აუდიტის სამსახურში ინტერპრესნიუსს.

პაპუაშვილი თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე: ევროსაბჭოს პასუხი აქვს გასაცემი

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე რამდენჯერმე ისაუბრეს. მათი თქმით, ევროსაბჭოს დაფინანსებით სკოლამ ბახმაროში სემინარი ჩაატარა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ევროსაბჭო "კანონის გვერდის ავლით" აფინანსებს თბილისის პოლიტიკურ სკოლას, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა.

"ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ არანაირ გრანტზე მათთვის არავის არ მიუმართავს და ვნახეთ, ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა, რა იყო? - შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით.

როდესაც ჩვენ "გრანტების შესახებ" კანონს ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში ვალდებულება იყო, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ საელჩოების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საჯარო დიპლომატია არის საელჩოს საქმიანობა, მაგალითად, საფრანგეთმა საქართველოს ფრანგული კულტურა, ფრანგული კულინარია ან გერმანიის ელჩმა თბილისელებს გერმანული არქიტექტურა რომ გააცნოს, რომელიც თბილისშია, ესეც ხარჯია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდეს. კანონის საბოლოო ვერსიაში აისახა, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, თუმცა მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს იმ საქმეს ეხება, რომელიც უშუალოდ საელჩოს თუ ორგანიზაციის საქმეა და იმედია, ამას გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებდნენ." - ამბობს პაპუაშვილი.

ივანიშვილის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ბახმაროში თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ ჩატარებული სემინარი ევროსაბჭომ კანონმდებლობის გვერდის ავლით დააფინანსა. პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუკი ეს დადასტურდება, ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება.

"ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.

თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰგავს ყველაფერი. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ NGO-ს თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს." - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თუ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისივე წევრი ქვეყნის კანონმდებლობას, ეს ჩვეულებრივი სკანდალია - არჩილ გორდულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები