ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო მონიტორინგი ბახმაროში გამართულ სემინართან დაკავშირებით, რომელსაც ევროსაბჭო უჭერდა მხარს. უწყება სწავლობს „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტს.

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. უწყებამ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.
მათივე განცხადებით, საკითხის სრულყოფილად შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ "კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - აღნიშნეს აუდიტის სამსახურში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…