ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სკანდალი და კატასტროფა იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი კანონის გვერდის ავლაში აღმოჩნდება გარეული. მისი თქმით, აუდიტის სამსახური შეისწავლის ბახმაროში გამართულ სემინარს, და თუ კანონის დარღვევა დადგინდება, შესაძლოა კანონმდებლობის გადახედვა გახდეს საჭირო.

შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც
შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაციმედინიუსი

კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვაც.

„ჩვენ ვნახეთ პირდაპირ აღიარება, რომ ეს სემინარი არის უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მათთვის გრანტის გაცემის ნებართვაზე არავის მიუმართავს და ვნახეთ ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა, რა იყო მაშინ? გამოდის, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით.

შეგახსენებთ, ჩვენ, როდესაც ვიღებდით გრანტების შესახებ კანონს, თავდაპირველ ვერსიაში იყო ვალდებულება, რომ ყველა უცხოურ ხარჯს უნდა ჰქონოდა თანხმობა მთავრობის მხრიდან. შემდეგ იყო თხოვნა საელჩოების მხრიდან, რომ საჯარო დიპლომატია არის ასევე საელჩოს საქმიანობა, რომ, მაგალითად, საფრანგეთმა გააცნოს ფრანგული კულტურა, კულინარია. გერმანიის ელჩმა გააცნოს თბილისელებს გერმანული არქიტექტურა, რომელიც თბილისში არის - ესეც ხარჯებია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდესო.

შესაბამისად, ასე აისახა კანონშიც, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას თანხმობა არ სჭირდება, თუმცა ჩვენ მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს ეხებოდა იმ საქმეს, რომელიც საელჩოს თუ ორგანიზაციის უშუალო საქმეა და, იმედია, რომ ამას არ გამოიყენებთ გვერდის ავლისთვის.

მე ეჭვი მიჩნდება ამ ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული დონორების მიმართ, კანონში არის დამზღვევი პუნქტი, რომ თუკი არის ხელშეკრულება თავისი დასახელებით, არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ თავისი არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს არის თვალთმაქცური გარიგება, ჩაითვლება გრანტად და მოქმედებს იგივე პრინციპები.

ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს ეს ყველაფერი და ძალიან კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება ამაში გახვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ და თუკი წევრ ქვეყანაში ის კანონებს არღვევს, ეს იქნება კატასტროფული სკანდალი ადგილობრივი ოფისისთვის.

ვნახოთ, თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. ვნახოთ, რა შედეგები ექნება ამ მოკვლევებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვნახეთ პირდაპირ აღიარება, რომ ეს სემინარი არის უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მათთვის გრანტის გაცემის ნებართვაზე არავის მიუმართავს და ვნახეთ ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა, რა იყო მაშინ? გამოდის, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით. შეგახსენებთ, ჩვენ, როდესაც ვიღებდით გრანტების შესახებ კანონს, თავდაპირველ ვერსიაში იყო ვალდებულება, რომ ყველა უცხოურ ხარჯს უნდა ჰქონოდა თანხმობა მთავრობის მხრიდან. შემდეგ იყო თხოვნა საელჩოების მხრიდან, რომ საჯარო დიპლომატია არის ასევე საელჩოს საქმიანობა, რომ, მაგალითად, საფრანგეთმა გააცნოს ფრანგული კულტურა, კულინარია. გერმანიის ელჩმა გააცნოს თბილისელებს გერმანული არქიტექტურა, რომელიც თბილისში არის - ესეც ხარჯებია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდესო. შესაბამისად, ასე აისახა კანონშიც, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას თანხმობა არ სჭირდება, თუმცა ჩვენ მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს ეხებოდა იმ საქმეს, რომელიც საელჩოს თუ ორგანიზაციის უშუალო საქმეა და, იმედია, რომ ამას არ გამოიყენებთ გვერდის ავლისთვის. მე ეჭვი მიჩნდება ამ ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული დონორების მიმართ, კანონში არის დამზღვევი პუნქტი, რომ თუკი არის ხელშეკრულება თავისი დასახელებით, არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ თავისი არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს არის თვალთმაქცური გარიგება, ჩაითვლება გრანტად და მოქმედებს იგივე პრინციპები. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს ეს ყველაფერი და ძალიან კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება ამაში გახვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ და თუკი წევრ ქვეყანაში ის კანონებს არღვევს, ეს იქნება კატასტროფული სკანდალი ადგილობრივი ოფისისთვის. ვნახოთ, თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. ვნახოთ, რა შედეგები ექნება ამ მოკვლევებს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი, დედამიწის ზურგზე ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები