ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საქმის დეტალებზე
პოლიციამ გარდაბანში ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით პირი დააკავა, რომელმაც ქილერის მოსაძებნად 25 000 დოლარი შესთავაზა ნაცნობს, აცხადებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.
როგორც დავით კიკნაძემ აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
"დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით კიკნაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიადაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - შსს
კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, „ქილერის“ მოძიება დაავალა - ბრალდებული მკვლელობას იმ დროს ითხოვდა, როცა მათი 3 არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა
სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მოსაკლავად ე.წ.ქილერის დაქირავებას ცდილობდა
ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი
კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა – რა მოხდა გარდაბანში
შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…