შსს-თან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, თბილისის აეროპორტის საბაჟოზე საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 500 აბზე მეტი „ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი მედიკამენტი აღმოაჩონეს.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…