სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, შესწავლის საგანია სკოლის მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.
„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
მონიტორინგის დაწყებას წინ ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადებები უსწრებდა.
პარლამენტის თავმჯომარე ამტკიცებს, რომ "ტვინებს ურეცხავენ" იმ სკოლაში, რომლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის თავადაც არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალიააუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
- პირველი არხისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო
- ინტერპრესნიუსისახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავენ ყველას, ვინც საკითხზე ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…