პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს

უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა მას ერთა ლიგის მატჩის წინ უთხრა, რომ უკრაინელებს „გააბახებენ“. სუდაკოვის თქმით, ამ საკითხზე საუბარს ისინი მატჩის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
სპორტალი

ერთა ლიგის ბოლო ტურში კოშიცეში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ua-football-ის ჟურნალისტმა უკრაინელ ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვს კითხვა დაუსვა:

„მოასწარით თუ არა შეხვედრის წინ თქვენს მეგობარ ირაკლი აზაროვთან გასაუბრება და მომავალ მატჩთან დაკავშირებული მოლოდინების განხილვა? რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან“.

„სიმართლე გითხრა, სულ რაღაც ერთი საათის წინ ვისაუბრეთ. ძალიან ხუმარა ბიჭია, მომწონს. ირაკლიმ მითხრა, რომ ხვალ „გაგვაბახებენ“ (fuck us tomorrow). მე კი შევთავაზე, ამ საუბარს მატჩის შემდეგ დავუბრუნდეთ.

მათ წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ საკუთარ თამაშზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიქნებით. ყველაფერს მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ განვიხილავთ“, - უპასუხა სუდაკოვმა.

სუდაკოვი ამჟამად „ბენფიკას“ ღირსებას იცავს, იქამდე კი შახტარში აზაროვთან ერთად თამაშობდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები