აკაკი ალადაშვილი გვარამიას განცხადებაზე: „ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმს „ყველაზე ძლიერ და კარგ ხელისუფლებას“ უწოდებს, გვაძლევს იმის თქმის, ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქართველ ხალხს კიდევ უფრო უარესად მოექცევა და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ მთლიან სხეულს წარმოადგენს და ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხალხს კიდევ უფრო უარესად მოექცევა.

„ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმს „ყველაზე ძლიერ და კარგ ხელისუფლებას“ უწოდებს, გვაძლევს იმის თქმის, ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქართველ ხალხს კიდევ უფრო უარესად მოექცევა და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა წარმოუდგენელი ამბავია – „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამია ერთი მთლიანი სხეულია, ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, როდესაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია, ეს უტიფრობის უმაღლესი მაგალითია.
2012 წლამდე, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, წარმოიდგინეთ, რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი: 200-ზე მეტი ახალგაზრდა ჰყავთ ქუჩაში მოკლული და ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში შიში დაეთესათ. მათი უპასუხისმგებლო ქმედებით 2008 წელს საქართველოს კინაღამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და იდგა ბეწვის ხიდზე. ამ მოღალატეობრივი ქმედების შემდეგ მათ გაბედეს და ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 16/33 რეზოლუციას, სადაც ისინი ქართველ სამხედროებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს – მეტიც, იქ პირდაპირ წერია, რომ ამათმა უპასუხისმგებლო და გაუფრთხილებელმა დაბომბვებმა ცხინვალის კონფლიქტი შემდგომ უკვე დიდ საომარ მოქმედებებში გადაიყვანა. რომელი ერთი მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გავიხსენო?!
შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის ვარაუდის, ფიქრისა და თქმის საშუალებას, რომ ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე არსებულ დამნაშავე რეჟიმს უწოდებს „ყველაზე ძლიერ და კარგ ხელისუფლებას საქართველოს ისტორიაში“, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქართველ ხალხს კიდევ უფრო უარესად მოექცევა და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…