"ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება ყველა ქვეყანას მოუწევს - როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში" - დავით წიკლაური
პროფესორ დავით წიკლაურის განცხადებით, ჩინეთს საქართველო ევროპულ ბაზარზე გასასვლელად სჭირდება და ქვეყნებს მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ.
პროფესორ დავით წიკლაურის განცხადებით, ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით დომინანტი ქვეყანაა და უახლოეს მომავალში შესაძლოა მსოფლიოში პირველიც გახდეს.
დავით წიკლაური მიიჩნევს, რომ ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება ყველა სახელმწიფოს მოუწევს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება ყველა ქვეყანას მოუწევს, თუ უკვე არ ახდენენ, რამეთუ ეკონომიკურად არის დომინანტი და ალბათ, ცოტა ხანში, პირველი შეიძლება იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში. რაც შეეხება შუა კორიდორს, ჩემი გადმოსახედიდან, შუა კორიდორი დღეს ძირითადად ცენტრალური აზიის ბაზრების, ასე ვთქვათ, გამტარია. რა თქმა უნდა, არის საცდელი პარტია ჩინეთიდანაც, რომელიც რკინიგზით თუ სხვა საშუალებით საქართველოს გავლით გადის. რაღაც მომენტში ჩინეთისთვის საქართველო უფრო ევროპის ბაზრის კუთხით არის საინტერესო. თუ შუა აზიისთვის როგორც ევროპის, ისე სხვა ბაზრისთვის, ჩინეთისთვის ალბათ უფრო ევროპის ბაზარი არის საქართველოს გავლით საინტერესო და ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ალბათ ჩვენ პოლიტიკურად უნდა შევხედოთ, რომ ჩინეთს საქართველო სჭირდება მათ შორის ევროპისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეს", - აცხადებს დავით წიკლაური.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…