პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 21 ნოემბერს, 18 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა ერთა თასის ჩემპიონის სტატუსი ვადაზე ადრე მოიპოვა და ერთმანეთს არაოფიციალურ ფინალში შეხვდება.

"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
სპორტალი

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნები კიდევ ერთ პრინციპულ მეტოქე აშშ-ს „მიხეილ მესხზე“ დაუხვდებიან. შეხვედრა 21 ნოემბერს, 18 საათზე დაიწყება.

საქართველომ და აშშ-მ ერთა თასის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე მოიპოვეს პირველი ჩემპიონების სტატუსი. მოგეხსენებათ, ერთა თასზე 12 გუნდი თამაშობს და ისინი რეგიონული პრინციპით ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული. ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში აშშ, კანადა, ურუგვაი, ჩილე, სამოა და ტონგა თამაშობენ, ხოლო ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფში საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, ჰონკონგი და ზიმბაბვე.

თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ექვსივე წარმომადგენელს წლის განმავლობაში თითო-თითოჯერ ეთამაშება - სამს შინ და სამსაც სტუმრად. ექვსი ტურის შემდეგ კი, ორივე ჯგუფის პირველადგილოსნები ერთა თასის ჩემპიონებად ცხადდებიან.

საქართველომ და აშშ-მ აქამდე გამართული ხუთივე თამაში მოიგეს, ოთხ-ოთხი ბონუს-ქულით. მათ ჯამში 24-24 ქულა მოაგროვეს, უახლოეს მდევრებს 7-7 ქულით გაუსწრეს და შესაბამისად, ერთა თასის პირველ ჩემპიონებად ვადაზე ადრე გამოცხადდნენ, ახლა კი, ჩემპიონები “მიხეილ მესხზე” არაოფიციალურ ფინალში შეიბმებიან და ერთა თასის საუკეთესო გუნდს გამოავლენენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ზაფხულში სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ურუგვაი 41:34, სამოა 33:12 და ჩილე 49:22 დაამარცხა, ხოლო ნოებერში კანადასა და ტონგას თბილისში რეკორდული სხვაობებით სძლია, შესაბამისად - 59:14 და 55:31. აშშ-მ ზაფხულში შინ ითამაშა და პორტუგალიას 30:29, ზიმბაბვეს 31:15, ხოლო ესპანეთს 29:22 მოუგო. ნოემბერში, ევროპულ ტურნეზე ჩრდილო ამერიკელებმა ჰონკონგი საფრანგეთში 28:26, ხოლო რუმინეთი ბუქარესტში 53:24 დაამარცხეს და საქართველოში კარგ განწყობაზე მოდიან.

მეცხრედ “არწივებთან”

ბორჯღალოსნებს “არწივებთან” (აშშ-ს ნაკრების თიკუნი) აქამდე 8-ჯერ უთამაშიათ და მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვთ - 5 მოგება (ბოლო ოთხი ზედიზედ) სამი მარცხის წილ. განვლილი რვა შეხვედრიდან ხუთი საქართველოში გაიმართა სამი თბილისში, ერთი რუსთავში და ერთიც ბათუმში, სამჯერ კი მეტოქეს აშშ-ში შევერკინეთ.

პირველი თამაში „ჩერჩილის თასზე“, 2009 წელს დენვერში შედგა და მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. მომავალ წელს თბილისში, „ეროვნულზე“ გამართულ დრამატულ მატჩში რევანში ავიღეთ. საქართველომ ბოლო წუთზე გატანილი ლელო გარდასახვით 19:17 გაიმარჯვა. 2012 წელს ამერიკელებს გლენდეილში ვეწვიეთ და მასპინძლებმა 36:20 მოიგეს. 2013 წელს რუსთავში მოგებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა აშშ-მ გაწითლებულ დროზე რთული პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და 25:23 გაიმარჯვა. ეს იყო მათი ბოლო გამარჯვება საქართველოსთან.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გუნდებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ, 2017 წელს კი აშშ სტუმრადაც დავამარცხეთ და შინაც. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქენისოში მეტოქეს 21:17, „მიხეილ მესხზე“ კი 21:20 ვძლიეთ. 2023 წელს „არწივები“ „მიხეილ მესხზე“ გვეწვივნენ ჯერჯერობით რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა - 22:7. შარშან ნოემბერში აშშ-ს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ დავუხვდით და 43:30 დავამარცხეთ.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები