პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში

ალექს მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „როტერდამთან“ გამარჯვებულ შეხვედრაში 30 ქულა დააგროვა. ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
სპორტალი

ალექს მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში (BNXT) კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად „როტერდამი“ 13 ქულის სხვაობით, 83:70 დაამარცხა.

სულ რაღაც ოთხი დღის წინ, ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) კვიპროსულ „აელ-თან“ მოპოვებული პირველი პროფესიული ორმაგი დუბლის (21 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ, ალექსმა ახალ ზენიტს მიაღწია და ქულებში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა — მისმა ანგარიშმა 30 ქულა შეადგინა.

ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 32 წუთი და 41 წამი ითამაშა. მან სროლებში მაღალი სიზუსტე აჩვენა: 5-დან 3 სამქულიანი, 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. მერკვილაძე დამსახებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP).

ამ გამარჯვებით „გრონინგენმა“ 7 მატჩიდან მე-4 მოგება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მერკვილაძის გუნდი 4 დეკემბერს, სტუმრად „ბრიუსელის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 5 მოგებითა და 2 მარცხით მესამე პოზიციას იკავებს.

GBF.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგოწაიკითხე

უახლესი ამბები