ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
უნგრეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ გუნდი დაშვებულ შეცდომებზე იმუშავებს და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაჩვენები შედეგისთვის ბოდიში მოიხადა.

ერთა ლიგაზე უნგრეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. უნგრეთის ნაკრების შეცდომების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში გარკვეულ ეპიზოდებში მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ.
გულშემატკივრები მოდიან იმის მიუხედავად, რომ შედეგი არ გვაქვს, სტადიონი ივსება და ისინი კვლავ გვქომაგობენ. მინდა, ასეთი შედეგისთვის ბოდიში მოვუხადო. ვეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ".
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…