პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Radio France Internationale: ფრანგი სამხედროები უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან - მათი მთავარი ამოცანა არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაა

Radio France Internationale-ის ცნობით, უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან ფრანგი სამხედროები გასაიდუმლოებული მისიით „ვოლია“, რომლის ამოცანა არა ბრძოლა, არამედ სამხედროების წვრთნა და ტექნიკის მომსახურებაა.

Radio France Internationale: ფრანგი სამხედროები უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან - მათი მთავარი ამოცანა არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაა
იმედინიუსი

ფრანგი სამხედროები უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან. როგორც ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale იტყობინება, მათი მთავარი ამოცანა არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მოქმედებს მკაცრად გასაიდუმლოებული და აქამდე შეუმჩნეველი სტრუქტურა სახელწოდებით „ვოლია“, რომელსაც ფრანგი გენერალი ხელმძღვანელობს.

„უკრაინულ ენაში სიტყვა „ვოლია“ განასახიერებს წინააღმდეგობის სულს, ბრძოლას თავისუფლებისთვის. მათი მისიაა უკრაინის არმიის ტექნიკის მონიტორინგი და წვრთნების ჩატარება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

RFI-ის წყაროების ცნობით, უკრაინაში ფრანგული სამხედრო ყოფნის მაქსიმალური კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, დაყრდნობოდნენ მისია „ჟერფოს“.

იგი წარმოადგენს ოფიციალურად აღიარებულ ფრანგულ სამხედრო რაზმს, რომელიც პოლონეთში 2023 წლის თებერვლიდან იმყოფება ევროპული მისიის - EUMAM-Ukraine - ფარგლებში, რომლის მოქმედების ვადაც კიდევ ორი წლით - 2028 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ამ ევროპული პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის სახმელეთო ჯარები უკრაინული საბრძოლო ჯგუფების მომავალი მეთაურების მომზადებით არიან დაკავებულნი. 2023 წლიდან საფრანგეთსა და პოლონეთში მომზადება უკრაინის 25 ათასმა ჯარისკაცმა გაიარა.

როგორც სამხედრო ექსპერტმა RFI-სთან ინტერვიუში განმარტა, „რაც უფრო ახლოს ტარდება ეს წვრთნები საბრძოლო ზონასთან, მით უფრო ეფექტიანია ისინი“. სწორედ ამიტომ განთავსდა სპეციალისტების ნაწილი პირდაპირ უკრაინის ტერიტორიაზე.

RFI-ს წყაროები სტრუქტურა „ვოლიას“ ახასიათებენ როგორც „მსუბუქ და მოქნილ“ ერთობას, რომელიც შედგება „მცირე კონტინგენტისგან მოკლევადიანი მისიებისთვის“.

„ვოლია“ არ არის საბრძოლო მისია. მისი ამოცანაა უკრაინელი სამხედროების მომზადება და ტექნიკის მომსახურებაში მონაწილეობა. საფრანგეთმა კიევს მიაწოდა გარკვეული რაოდენობის უახლესი აღჭურვილობა: ზარბაზნები „ცეზარი“, თვითმფრინავები „მირაჟ-2000“ და მაღალი სიზუსტის რაკეტები. ეს არის ტექნიკის მრავალფეროვანი პარკი, რომლის მოვლაც დიდ გამოცდილებას მოითხოვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

იმის გამო, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაში იმყოფება, სამოქალაქო ტექნიკოსების ჩართვის ვარიანტი გამოირიცხა. ამიტომ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში გადაწყვიტეს, უკრაინაში თავიანთი სამხედროები ჩვეულებრივი ქვედანაყოფებიდან გაეგზავნათ.

უკრაინელი მებრძოლებისთვის რთული შეიარაღების მოვლაში პირდაპირი დახმარებისა და ღირებული გამოცდილების გადაცემის გარდა, უკრაინაში ყოფნა თავად ფრანგ სამხედროებსაც აძლევს უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების პირობებში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2წლით გაახანგრძლივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები