პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ

იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჭენში შეხვდებიან და უკრაინის საკითხსა და მისი მოგვარების იდეებს განიხილავენ.

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ
ინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, განხილული იქნება უკრაინის საკითხი, მისი მოგვარება, შესაბამისი ამერიკული და რუსული წინადადებები და იდეები“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ქალაქ შენჭენში, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ რადგან პუტინი და დონალდ ტრამპი შენჭენში იქნებიან, ისინი იქ ერთმანეთს შეხვდებიან“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

„მათი საუბარი საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის უკრაინას, შეეხება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიმიტრი პესკოვი - ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინურ ქალაქ შენჭენში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები