ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისიის მუშაობა ორი წლით გაახანგრძლივა და მისიისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.

კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2წლით გაახანგრძლივა
კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2წლით გაახანგრძლივაფორმულა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისიის მუშაობა ორი წლით გაახანგრძლივა.

"რაც შეეხება წვრთნებს, წევრმა სახელმწიფოებმა EUMAM-ის სტრატეგიული გადახედვის პირველი ნაბიჯი შეათანხმა და ჩვენი მისია უკრაინისთვის კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეს", - თქვა კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს კიევში საკოორდინაციო რგოლის შექმნას, რომელიც ბრძოლის ველზე მიღებულ გამოცდილებასა და სამხედრო განათლების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან განბლოკილი 6,6 მილიარდი ევროდან EUMAM-ისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყდა.

EUMAM-ის (European Union Military Assistance Mission in support of Ukraine — ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინის მხარდასაჭერად) მთავარი ამოცანა უკრაინელი სამხედროების მომზადებაა, გულისხმობს ინდივიდუალურ მომზადებას, ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების სწავლებას და სპეციალიზებულ წვრთნებს.

ასევე, 28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების მომზადებისთვის განკუთვნილი სასწავლო ცენტრების მუშაობისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ განბლოკილი ევროპის სამშვიდობო ფონდის 6,6 მილიარდი ევრო სრულად უნდა გადაეცეს უკრაინას, თუმცა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ამ პოზიციას არ იზიარებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება წვრთნებს, წევრმა სახელმწიფოებმა EUMAM-ის სტრატეგიული გადახედვის პირველი ნაბიჯი შეათანხმა და ჩვენი მისია უკრაინისთვის კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.