პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვადეფულის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა და ორგანიზაციის მხოლოდ რამდენიმე წევრს არ უნდა აწვებოდეს მხრებზე

იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა და ფინანსური ტვირთი მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა აწვებოდეს მხრებზე.

ვადეფულის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა და ორგანიზაციის მხოლოდ რამდენიმე წევრს არ უნდა აწვებოდეს მხრებზე
იმედინიუსი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაერთიანების ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ფინანსური ტვირთიც ყველაზე უნდა გადანაწილდეს.

„ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ უკრაინა ომის პირობებში მორიგი მკაცრი ზამთრისთვის. ამისთვის საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა, კერძოდ, ენერგომომარაგებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ამისთვის საჭიროა ტვირთის სამართლიანი გადანაწილება. უკრაინის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა. ის მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა აწვებოდეს მხრებზე“, - განაცხადა ვადეფულმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უკრაინის ფინანსური დახმარებისას ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მომხრეა, რასაც ბელგია და გაერთიანების კიდევ რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები