პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობთან დაკავშირებული „ფეისბუქ-პოსტის“ გამო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობთან დაკავშირებული „ფეისბუქ-პოსტის“ გამო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
ინტერპრესნიუსი

მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

სხდომას არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიტროპოლიტ იობისთვის გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს
  2. TV პირველიოპოზიციურილაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
  3. ალიაოპოზიციურილაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურილაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს მიტროპოლიტ იობის გინების გამო
  5. ფორმულაოპოზიციურიმიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიტროპოლიტ იობისთვის გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები