პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტროპოსტივი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლაშა ნაცვლიშვილი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა.

ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
TV პირველი

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც წმინდა სინოდის წევრს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს დედაზე აგინა​, 2500 ლარით დააჯარიმეს.

პროპაგანდისტი პროცესზე არ გამოცხადდა, სასამართლოში არ მივიდა არც მისი ადვოკატი.

ლაშა ნაცვლიშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი გვატყობინებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი ლაშა ნაცვლიშვილის დაჯარიმებას ითხოვდა.

ამასთან, უწყების წარმომადგენლებმა მოსამართლის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ დაადასტურეს, რომ ნაცვლიშვილმა ეპისკოპოსის დედას აგნა.

ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა - პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.

"განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა"

ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიტროპოლიტ იობისთვის გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურილაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს მიტროპოლიტ იობის გინების გამო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ "ფეისბუქ-პოსტთან" დაკავშირებით სამართალწარმოება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები