მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი უერთდება ფინეთის მოწოდებას, შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე ტურისტული ვიზების გაცემა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ტალინი ფინეთის მოწოდებას უერთდება და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს.

ესტონეთი უერთდება ფინეთის მოწოდებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით გადასაადგილებლად ტურისტული ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
“რადგან რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ თავდასხმას უკრაინაზე, ქალაქების დაბომბვას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, მიუღებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ შენგენის ზონაში ტურისტული მიზნებით შეუფერხებლად გადაადგილება. ვიზების პოლიტიკა უნდა ასახავდეს რუსეთის მიმდინარე აგრესიის სიმძიმეს. ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე ყველა არსებული საშუალებით”, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მარგუს ცაჰკნა ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო საიმპლემენტაციო აქტები რუსი მებრძოლებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლის ყოვლისმომცველი აკრძალვის დასაწესებლად.
ციტატები სტატიიდან
„რადგან რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ თავდასხმას უკრაინაზე, ქალაქების დაბომბვას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, მიუღებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ შენგენის ზონაში ტურისტული მიზნებით შეუფერხებლად გადაადგილება. ვიზების პოლიტიკა უნდა ასახავდეს რუსეთის მიმდინარე აგრესიის სიმძიმეს. ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე ყველა არსებული საშუალებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.