ირაკლი კობახიძე: „ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი. კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია და ოპონენტები ფაქტებს ვერ ასახელებენ, რაც მისი შეფასებით სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.

„ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.
„მეორე მიზეზი არის კორუფციის დაძლევა. ამ კუთხით იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საჭიროა ამ ბრძოლის გაგრძელება. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი და ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საზოგადოების წინაშე. ერთ ფაქტს თუ მაინც დაასახელებენ, რომელიც დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, ხელისუფლების მაღალ, საშუალო ან ნებისმიერ დონეზე, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები დღემდე ვერ ახერხებენ ასეთი ფაქტების წარმოდგენას, რაც ჩვენთვის კარგია, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…