ირაკლი კობახიძე: “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მუდმივი დიალოგი აუცილებელია, რადგან ეკონომიკას ბიზნესმენები ქმნიან, სახელმწიფო კი პირობებს უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების, რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად. სწორედ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი გლობალური გამოწვევები, არის საკმაოდ უარყოფითი გლობალური ტენდენციები, ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ბიზნესმენს, მეწარმეს თქვენი წვლილისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, მნიშვნელოვანია გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებას და ბიზნესს შორის
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგს, ეკონომიკის გაძლიერებისთვის პირობებს ქმნის ხელისუფლება, თუმცა ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…