პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სესიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
იმედინიუსი

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთ შეხვედრებზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა
  6. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს შორის სიტყვით 24 სექტემბერს გამოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები