საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით - “მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით”, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა.
ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დასაძლევად.
დახურული ფორმატის თემატურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
- პირველი არხიირაკლი კობახიძემ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
- ინტერპრესნიუსიმთავრობა - ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
- რუსთავი 2პრემიერი: მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი
- იმედინიუსიპრემიერი: მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ
- POSTVპრემიერი: „მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და
- POSTVსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…