ჟურნალისტური გამოძიება ისრაელში - ნეთანიაჰუს გარემოცვას, არჩევნების დღეს ოპონენტების უკანონო დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებენ
ისრაელის მე-12 არხის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს გარემოცვა არჩევნების დღეს პარტია „რაამის“ აქტივისტების უკანონო დაკავების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს გარემოცვა საპარლამენტო არჩევნების დღეს არაბული პარტია "რაამის" აქტივისტების დაკავების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს.
საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, არჩევნების წინა დღეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, მყარი მტკიცებულებების გარეშე, სამი აქტივისტის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
სამართალდამცველებმა აქტივისტების სახლები სასამართლოს ორდერის გარეშე გაჩხრიკეს და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებები თავად ნეთანიაჰუმ გაასაჯაროვა და საარჩევნო კამპანიაში გამოიყენა მტკიცებით, რომ არაბები არჩევნებს აყალბებდნენ. მოგვიანებით, სასამართლომ დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…