პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებს

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერ გადი აიზენკოტს დაავალებს, რომელმაც 67 დეპუტატის რეკომენდაცია მიიღო, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ — 46-ის.

ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებს
იმედინიუსი

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციური პარტია „იაშადის“ ლიდერსა და ცაჰალის გენერალური შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, გადი აიზენკოტს დაავალებს. სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში მანდატი მას დღეს, 8 ნოემბერს გადაეცემა. ამის შემდეგ აიზენკოტს მმართველი კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა ექნება, რომელსაც პრეზიდენტმა შესაძლოა კიდევ 14 დღე დაამატოს.

ჰერცოგმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტარებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. აიზენკოტმა 67 დეპუტატის რეკომენდაცია მიიღო, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - 46. თუ აიზენკოტი დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, მანდატი შესაძლოა ნეთანიაჰუს გადაეცეს.

27 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა (რომლისთვისაც კნესეტის 120 ადგილიდან 61 მანდატია საჭირო) ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ მეთაურობით არსებულმა მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა და 53 მანდატი მიიღო, ხოლო „იაშადის“ ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა - 48.

პროცესის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ორ არაბულ პარტიაზე, რომლებმაც სარეკორდო 19 მანდატი მოიპოვეს. აქამდე აიზენკოტი მათთან ალიანსის შექმნაზე უარს ამბობდა.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნის მოწოდება გააკეთა, რათა ქვეყნის მართვაში არაბული პარტიების მონაწილეობა არ დაუშვას. არაბი ისრაელელები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს შეადგენენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიისრაელის პრეზიდენტი გადი ეიზენკოტს ახალი მთავრობის ფორმირების უფლებას აძლევს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები