პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის ცნობით რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე კვლავ სერიოზულია. მისივე მტკიცებით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი შეაჩერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.

„არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია ახალი დარტყმებისთვის მზადების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე კვლავ ძალიან სერიოზულია.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის ტაქტიკაზე, რომელიც უკრაინის კონკრეტულ რეგიონზე დარტყმებზე კონცენტრირებას გულისხმობს.

„რუსები სპეციალურ სამიზნედ ერთ რეგიონს ირჩევენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ რეგიონის წინააღმდეგ დარტყმებზე - ყველაფერზე, ქსელებზე, ქვესადგურებზე - კონცენტრირდებიან”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისიდან ყველაზე მეტი - 131 დარტყმა - დნიპროს რეგიონში დაფიქსირდა, 125 - კიევის რეგიონში, ასზე მეტი -. ჟიტომირის და სუმის რეგიონებში და შესაბამისად, სწორედ იქ დგანან ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე ენერგეტიკის სექტორი, კომუნალური მომსახურება და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი შეაჩერა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატოისგან ჩაიბარა ანგარიში უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” შესახებ.

“პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ შედეგებს. საერთო ჯამში, უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია რუსეთის მიერ დეესკალაციაზე უარის თქმასა და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დრონების წარმოების გაზრდის მიზნით.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ფრონტზე გამოყენება ამჟამად ეფექტურია. ოქტომბერში 50 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. ანალოგიურად მაღალი მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს ნოემბერში. ჩვენს ჯარებს შეუძლიათ ხაზის შენარჩუნება და ამისთვის მადლიერი ვარ მათი. ჩვენმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ და მხარი დაუჭირონ მათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები