ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ნეთანიაჰუ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ აცხადებს, რომ არაბი ამომრჩევლების მხრიდან გაყალბებამ გამარჯვებაში ხელი შეუშალა, თუმცა პოლიციის ცნობით, დარღვევების მტკიცებულებები არ არსებობს. წინასწარი შედეგებით, ვერც ნეთანიაჰუს ბლოკი და ვერც ოპოზიცია დამოუკიდებელი მთავრობის შექმნას ვერ ახერხებს.

POLITICO: ნეთანიაჰუ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
POLITICO: ნეთანიაჰუ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობსიმედინიუსი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ აცხადებს, რომ არაბი ამომრჩევლების მხრიდან სავარაუდო გაყალბებამ მას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაში ხელი შეუშალა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიას ამ ბრალდებების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ისრაელის პოლიციის განცხადებით კი, არაბული პარტიების მხრიდან არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

„ლიკუდმა“ განცხადება, სამშაბათს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელა. პარტია ამტკიცებს, რომ „არჩევნების მოპარვის მტკიცებულებები“ არაერთ არაბულ საარჩევნო უბანზე არსებობს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, „მკაცრად და სწრაფად იმოქმედონ“. განცხადება სოციალურ ქსელში თავად ნეთანიაჰუმაც გააზიარა.

არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ გაურკვეველია. ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ბლოკსაც და მის მთავარ მოწინააღმდეგეს, გადი აიზენკოტის ოპოზიციასაც, მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საჭირო 61 მანდატის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა რეალურია, რასაც, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის ფორმირებაზე მრავალკვირიანი მოლაპარაკებები მოჰყვება, წერს გამოცემა.

ისრაელში მცხოვრებ არაბ ამომრჩევლებს შორის რეკორდულად მაღალი აქტივობა ნეთანიაჰუს პალესტინელების მიმართ პოლიტიკით გამოწვეულ უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას ასახავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არაბულმა პარტიებმა მოლოდინს გადააჭარბეს და მანდატების რაოდენობა თითქმის გააორმაგეს - 10-დან 19-მდე გაზარდეს. ამან მათ მთავრობის ფორმირების პროცესზე გავლენის მოხდენის პოტენციური შესაძლებლობა მისცა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შორს წავა ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ოპოზიცია და დათანხმდება თუ არა არაბულ პარტიებთან კოალიციის შექმნას პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად.

ხმის დათვლის პროცესში ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა, რომლებითაც არაბ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ შიშის გაღვივებას ცდილობდა. მან მემარჯვენე ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა და ეთნიკურ ნიადაგზე აგებული გზავნილებიც გამოიყენა. ნეთანიაჰუ ამტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მემარჯვენე ამომრჩევლებს ეძინათ, არაბი ამომრჩევლები ავტობუსებით მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე. მან ასევე გააფრთხილა მხარდამჭერები, რომ „ლიკუდის“ ამომრჩევლების აქტიურობის გარეშე მთავრობაზე კონტროლის მოპოვება შესაძლოა „მუსლიმთა საძმომ“ შეძლოს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა ნეთანიაჰუსთვის მოსალოდნელი გადამწყვეტი გამარჯვება ვერ უზრუნველყო, შედეგებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ისრაელის საზოგადოებაში ხანგრძლივი პოლიტიკური ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის საკითხზე არსებული ღრმა დაპირისპირება, წერს გამოცემა.

როგორც POLITICO იუწყება, არჩევნების შედეგები შესაძლოა ასევე მიანიშნებდეს იმაზე, თუ როგორ აისახება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ომით გამოწვეული უკმაყოფილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე. აშშ-ში შუალედური არჩევნები მომავალ კვირას გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი კენჭს არ იყრის, მოსალოდნელია, რომ ომის გახანგრძლივებითა და საწვავის ფასების ზრდით უკმაყოფილო ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს მხარს ნაკლებად აქტიურად დაუჭერენ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - Times of Israelწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები