პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს

ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს
ინტერპრესნიუსი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს, გადი აიზენკოტს დაავალებს.

ისრაელის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი გადი აიზენკოტს რეზიდენციაში დღეს მიიღებს.

„პრეზიდენტმა ჰერცოგმა გადი აიზენკოტი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია; მას მთავრობის ფორმირება დაევალება“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

აიზენკოტმა, რომელიც შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია, უარი თქვა არაბულ პარტიებთან გაერთიანებაზე, რომელთა მხარდაჭერაც მას პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მოუტანდა. თუმცა, ამ პარტიების ლიდერებმა პირველ კანდიდატად მაინც ეიზენკოტი წარადგინეს.

Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ აიზენკოტის კანდიდატად წარდგენას ხანგრძლივი მოლაპარაკებები მოჰყვება. მას მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს, რასაც, შესაძლოა, კიდევ 14 დღე დაემატოს. თუ აიზენკოტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მთავრობის ფორმირება სხვა კანდიდატს დაევალება, თუ ვერც ის შეძლებს, პარლამენტს შეუძლია კიდევ სხვა კანდიდატი წარადგინოს. მთლიანი პროცესისთვის დაახლოებით 100-დღიანი ვადაა დაწესებული. თუ ვერავინ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

შეგახსენებთ, ისრაელში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატი ვერცერთმა პოლიტკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციამ ჯამში 53 მანდატი მოიპოვა, ეიზენკოტის კოალიციამ - 48 მანდატი, არაბულმა პარტიებმა კი - 19.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიისრაელის პრეზიდენტი გადი ეიზენკოტს ახალი მთავრობის ფორმირების უფლებას აძლევს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
  3. იმედინიუსისამთავრობოისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტმა ჰერცოგმა გადი აიზენკოტი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია; მას მთავრობის ფორმირება დაევალება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები