დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
ერთა ლიგის მატჩში ინგლისის ნაკრებმა მადრიდში ესპანეთი 3:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით ინგლისელებმა ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

ერთა ლიგის А დივიზიონის მესამე ჯგუფში უკანასკნელი ტური გაიმართა.
ინგლისმა გასვლაზე ესპანეთი 3:1 დაამარცხა - სტუმრები 63-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც იამალზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ანდერსონი გააძევა, ოიარსაბალმა პენალტი გაიტანა, 75-ე წუთზე უილიამსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, დარჩენილ დროში ინგლისელებმა მასპინძელთა შტურმს გაუძლეს და გაიმარჯვეს.
ინგლისი 15 ქულით ჯგუფში გამარჯვებული გამოვიდა. მეორე ადგილი ამდენივე ქულით ესპანეთმა დაიკავა. მესამე პოზიციაზე 6 ქულით ხორვატია გავიდა, ჩეხეთმა კი ტურნირი უქულოდ დაასრულა.
მადრიდი. „მეტროპოლიტანო“
ესპანეთი - ინგლისი 2:3
გოლები: 0:1 კეინი (45, პენ), 0:2 კონსა (53), 0:3 უაიტი (57), 1:3 ოიარსაბალი (63, პენ), 2:3 უილიამსი (75)
გაძევება: ანდერსონი (63, ინგლისი)
- ამით შეწყდა ძირითად დროში „ფურია როხას“ 43-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ოსიეკი. „ოპუს არენა“
ხორვატია - ჩეხეთი 2:1
გოლები: 1:0 პერიშიჩი (2), 1:1 გლოჟეკი (84), 2:1 მაიერი (87)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…