ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა ჩეხეთი 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა, ინგლისმა კი ხორვატიას 2:1 სძლია. ამ მატჩში ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 126-ე შეხვედრა ჩაატარა და პიტერ შილტონის რეკორდი გაიმეორა.

ერთა ლიგის А დივიზიონის მესამე ჯგუფში მეხუთე ტური ჩატარდა.
ესპანეთმა სტუმრად ჩეხეთს (2:0), ინგლისმა კი სახლში ხორვატიას მოუგო (2:1).
ჯგუფში 15 ქულით ლიდერი ესპანეთია, მეორე ადგილზე 12 ქულით ინგლისია, მესამეზე 3 ქულით ხორვატიაა, ჩეხეთი კი უქულოდაა.
ბოლო ტური 15 ნოემბერს გაიმართება - ხორვატია ჩეხეთს, ხოლო ესპანეთი ინგლისს უმასპინძლებს.
პრაღა. „ეპეტ არენა“
ჩეხეთი - ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაენა (39, პენ), 0:2 პუბილი (90+6)
გაძევება: კრეიჩი (72, ჩეხეთი)
ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - ხორვატია 2:1
გოლები: 1:0 როჯერსი (24), 1:1 სუჩიჩი (59), 2:1 კეინი (64, პენ)
- ესპანეთმა ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა და ბოლო 43 დაპირისპირებაში ძირითად დროში დაუმარცხებელია, რაც რეკორდია.
- ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 126-ე მატჩი ჩაატარა და პიტერ შილტონის რეკორდი დაამყარა. შეხვედრის დაწყების წინ კეინს რეკორდის დამყარება თავად შილტონმა მიულოცა.

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…