ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
ზაგრების გრან პრიზე გიორგი ლოლაძემ 73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო საბა ინანეიშვილმა +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ზაგრების გრან პრიზე საქართველომ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და ორი მედალი მოიპოვა - გიორგი ლოლაძემ (73 კგ) ოქრო, საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) კი ბრინჯაო.
ლოლაძემ ანტონიო დე ანგელისი (ლატვია), ჯეფერსონ ჟუნიორი (ბრაზილია), იეონათან ელბაზი (ისრაელი), ჯასტინ ლემირი (კანადა), აკილ ჯაკოვა (კოსოვო) და ჯოშუა გრინი (ირლანდია) დაამარცხა.
ინანეიშვილმა მოვლი ბორჩაშვილს (ავსტრია), ევგენი ბაიევსკის (უკრაინა) სძლია, ნახევარფინალი კანან ნასიბოვთან (აზერბაიჯანი) წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა იერასილ კაჟიბაიევს (ყაზახეთი) მოუგო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…