სპორტი · 15 ნოემბერი, 17:46
მოჭადრაკე ზურაბ სტურუა სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველი დიდოსტატი ზურაბ სტურუა სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის დაუმარცხებლად გამოვიდა და ჩემპიონი გახდა.

სერბეთმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ.
ზურაბ სტურუამ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველი დიდოსტატი უკვე ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…