პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტანკერზე, რომელსაც რუმინეთში დრონები დაესხნენ თავს ოქტომბერში, ექვსი მეზღვაურის ნეშტები იპოვეს

რუმინეთის წყლებში დრონების თავდასხმის სამიზნე გამხდარ ტანკერ Wine Trader-ზე ექვსი მეზღვაურის ნეშტი იპოვეს. პრეზიდენტ ნიკუშორ დანის განცხადებით, თავდასხმა რუსეთის აგრესიული ომის შედეგია.

ტანკერზე, რომელსაც რუმინეთში დრონები დაესხნენ თავს ოქტომბერში, ექვსი მეზღვაურის ნეშტები იპოვეს
რადიო თავისუფლება

15 ოქტომბერს რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში დრონებით დაესხნენ თავს ტანკერ Wine Trader-ს, რომელზეც ექვსი მეზღვაურის ნეშტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ვარნის ოლქის პროკურატურა, სადაც ნოემბრის დასაწყისში გადაიყვანეს გემი შესაკეთებლად, ასევე იუწყება ნეშტების აღმოჩენის შესახებ, თუმცა გემის დასახელებასა და ცხედრების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

„ჩაძირული გემის გაწმენდისას აღმოაჩინეთ ძლიერ დაზიანებული ადამიანის ნეშტები. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად დაინიშნა დნმ-ის ტესტები“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის არ იყვნენ ბულგარეთის მოქალაქეები. უწყების ზედამხედველობით დაიწყო წინასასამართლო წარმოება.

სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Wine Trader-ს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. დარტყმის შედეგად შვიდი მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხუთი კი ევაკუირებულია. მასთან ერთად იერიში მიიტანეს კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ Yara J-ზეც.

„დრონების ეს თავდასხმები არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგი და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნაოსნობას ჩვენს რეგიონში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო მიწოდებას სხვა კონტინენტებზეც“, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად იუწყება შავ ზღვაში სატვირთო გემების განადგურების შესახებ. უწყება ყოველთვის მიუთითებს, რომ იერიშმიტანილ გემებს თითქოს უკრაინაში სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩაძირული გემის გაწმენდისას აღმოაჩინეთ ძლიერ დაზიანებული ადამიანის ნეშტები. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად დაინიშნა დნმ-ის ტესტები“
„დრონების ეს თავდასხმები არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგი და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნაოსნობას ჩვენს რეგიონში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო მიწოდებას სხვა კონტინენტებზეც“
ნიკუშორ დანი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუმინეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სატვირთო გემი ჩაიძირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები