მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“ და უკვე გამოჩნდა, ვინ ვინ არის. მისი კრიტიკული ქადაგების შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა ქადაგებისას თქვა, რომ ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, მისი თქმით ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას სასულიერო პირებსა და ერს უფლისა და სამშობლოს ერთგულებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენ გვერდში...
თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ.
გვიყვარდეს ერთმანეთი", - თქვა მეუფემ.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, მანამდე, ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე მის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტს ეხება. საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…