შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსზე, სადაც ის მეუფე იობს აგინებს
შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელშიც ის მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსზე, სადაც ის მეუფე იობს აგინებს. - ფაქტის შესახებ უწყების პრესსამსახურში "პირველებს" დაუდასტურეს.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა - პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.
"განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა"
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…