„უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“- მიტროპოლიტი იობი
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“ და ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის.

„უკვე ნიღბების ჩამოხსნი პროცესი დაიოწყო, ვინ ვინ არის უკვე გამოჩნდა. არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოსო… ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის. ეს ძალიან კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ განისაზღვრება, ვინ არის შენს გვერდში. შეიძლება შენი ახლობელი იყოს და აი, თურმე უბეში გველი მყოლიაო, ასე თქვა.
დადგება სულიწმინდის მადლით ის დრო, როცა ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის, გამოჩნდება ისეთი, როგორიც არის… უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ, სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, ყველა ვალდებულია სასულიერო პირი იქნება, თუ ერის ადამიანი,“ – აღნიშნა დღეს, 15 ნოემბერს საკვირაო ქადაგების დროის მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, იობმა.
გასულ კვირას ამ მიტროპოლიტმა „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა:
ამ თემაზე:
მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამეუფე იობი - უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო - ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის
“ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის უკეთ გამოჩნდა” – მეუფე იობი
ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ყველა გამოჩნდება ვინ ვინ არის - მეუფე იობი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…