საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს
საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 119%-ს, ხოლო მომავალ წელს 121%-ს მიაღწევს, რაც ევროკავშირის ლიმიტს ორჯერ აღემატება. მზარდი დეფიციტის ფონზე მთავრობა მომავალ წელს 54 მილიარდი ევროს ხარჯების შემცირებას გეგმავს.

საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წელს მონაცემი მთლიანი შიდა პროდუქტის 119%-ს მიაღწევს, მომავალ წელს კი 121%-ს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ დასაშვებ ლიმიტს ორჯერ აღემატება.
ევროზონაში საფრანგეთი, ვალის მოცულობით, მხოლოდ საბერძნეთსა და იტალიას ჩამორჩება. ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის ფონზე, საფრანგეთის მთავრობა მომავალ წელს 54 მილიარდი ევროს ხარჯების შემცირებას გეგმავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…